უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია ამ წუთებში მარნეულში, სადაც 48-ე საარჩევნო უბანს არბევენ.
როგორც შემთხვევის ადგილიდან კურიერის კორესპოდენტი იუწყება, შეტევა საარჩევნო უბანზე ამ წუთებში მიმდინარეობს. ისვრიან ქვებს, მიმდინარეობს ხელჩართული ჩხუბი, იყენებენ ხელკეტებს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.