სოფელ ნატანებში ფოთის სუს-ის ადგილობრივი სამსახურის უფროსი, ტახი ვადაჭკორია, საარჩევნო პროცესში მონაწილეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი2-ს პაატა ბურჭულაძის გუნდის ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი, კოტე კემულარია, აწვდის.
მისი მტკიცებით, ვადაჭკორია დილიდან სოფელში იმყოფება და სოფელ ნატანებში არსებულ მე-5 უბანზე მოქალაქეებზე ზეწოლას ახდენს და აშანტაჟებს.
როგორც კოტე კემულარია ამბობს, მათ არსებული ვითარების ამსახველი ვიდეომასალაც აქვთ, რომელსაც მალე გაავრცელებენ.