„იორმუღანლოს ზონაში ადგილი აქვს კარუსელის სისტემის გამოყენებას, ერთი და იგივე ადამიანებს აქვთ რამდენიმე პირადობის მოწმობა და რამენიმე საარჩევნო უბანში აძლევენ ხმას. როდესაც საჩივრებს წერენ ჩვენი წარმომადგენლები არ ურტყამენ ბეჭედს“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა.
საგარეჯოს საოლქო – საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შესაძლო „კარუსელის“ შემთხვევებთან დაკავშირებით კომისიისთვის საჩივრით არავის მიუმართავს.