ხმაური იყო დიდუბის 14 უბანზე. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებზე წინასწარ გაკეთებულია კომისიისწევრების ხელმოწერები. ასევე ამავე უბანზე მოხდა ყუთის გახსნა და სავარაუდოდ საკონტროლო ფურცელში ცვლილებების შეტანა, რითად დაირღვა ლუქისმთლიანობა. კომისიის წევრების ახსნა-განმარტებით, მათ დაუშვეს შეცდომა და უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლის დროს საკონტროლო ფურცელის შევსებისნაცვლად საარჩევნო უბნის შემაჯაბელ ოქმში გააკეთეს ხელმოწერები. მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ დაუშვეს შეცდომა, შეეცადნენ მის გამოსწორებას და გახსნესსაარჩევნო ყუთი, რითაც დაირღვა ლუქის მთლიანობა. აღნიშნულ უბანზე საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.