ახმეტის საარჩევნო ოლქში, სოფელ ხალაწანში, საუბნო – საარჩევნო კომისიის 2 წევრი „ბურჯანაძე – დემოკრატებიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭისყრის შენობაში არ შეუშვეს 45 წუთის განმავლობაში. კომისიის წევრების თქმით, მათ პასპორტები თან არ ჰქონდათ. აღნიშნულ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი პანკისის სათემო რადიო WAY-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, ამის გამო საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე ჩატარებულ პროცედურებში კომისიის აღნიშნულმა წევრებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს. ისინი კენჭისყრის შენობაში 07:45 საათზე შეუშვეს.
ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მინდია იუკურიძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ საოლქო – საარჩევნო კომისიასაც შეატყობინეს, თუმცა რეაგირების მომენტისთის პრობლემა უკვე ამოწურული იყო.
„მას შემდეგ რაც პასპორტები მოიტანეს, ისინი კენჭისყრის შენობაში შეუშვეს“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტაში „ბურჯანაძე – დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი უჯირაულმა.