არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" ამ დროისათვის არსებულ დარღვევებზე საუბრობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, საარჩევნო უბნები მნიშვნელოვანი დარღვევევბის გარეშე გაიხსნა, მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული უბნებიდან, 4,2% პირველი ამომრჩევლის მისაღებად დილის რვა საათზე მზად არ აღმოჩნდა. რაც შეეხება დარღვევის სხვა ფაქტებს, ბენიძის განცხადებით დარღვევები დაფიქსირდა გორში, საგარეჯოში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში.