ლეიბორისტული პარტიის ლიდემა ხმა უკვე დააფიქსირა - შალვა ნათელაშვილი ხმის მისაცემად, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-3 კორპუსის ტერიტორიაზე, 48-ე უბანზე, მეუღლესთან ერთად მივიდა.
ნათელაშვილმა მოუწოდა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა, ვინაიდან, მისი თქმით იმისათვის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს, აუცილებელია ყველა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს.
მან წინასწარ განაცხადა, რომ ეგზიტპოლებს, რომელიც დღის ბოლოს გამოქვეყნდება, არ ენდობა.
„რვაზე ტელევიზიები გამოაცხადებენ გაყალბებულ ეგზიტპოლებს. არ დაუჯეროთ, ის შეკვეთილია და ფული გადახდილია. დაველოდოთ ნამდვილი ოქმების დათვლის შედეგებს. იმისათვის, რომ არჩევნები გამოვიდეს ისტორიული, საჭიროა ხალხის მასობრივი აქტიურობა,"-აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
შალვა ნათელაშვილის მეუღლის ბელა ალანიას თქმით, მან არჩევანი სამართლიანი საქართველოს სასარგებლოდ დააფიქსირა.
„მე ვფიქრობ, რომ დღეს ყველაზე საუკეთესო არჩევანი გავაკეთე,“ - აღნიშნა ბელა ალანიამ.
შალვა ნათელაშვილი შემაჯამებელ განცხადებას 08:00 საათის შემდეგ გააკეთებს.