,, ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ დღეს გადაწყდება, გადარჩება თუ არა საქართველო. ყოფილმა პირველმა ლედიმ ხმა ნომერ მე-18 საარჩევენო უბანზე მისცა.
,,ხმა მივეცი იმ მშვიდ ძალას, გამარჯვებულს, რომელიც უკვე ხვალიდან შეუდგება საქმის გაკეთებას და დაპირებების შესრულებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ სწორ არჩევანს გააკეთებს”, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
რულოვსი საარჩევნო უბანზე შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად მივიდა.