,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ხმა გორში 82-ე უბანზე მისცა. მისი თქმით, მან ხმა უკეთეს მომავალს მისცა.
"დღევანდელ დღეს მთელ საქართველოს მინდა მშვიდობა ვუსურვო. დარწმუნებული, ვარ რომ დღევანდელი საარჩევნო დღე მშვიდობით ჩაივლის. ხმა მივეცი უკეთეს მომავალს, უკეთეს ეკონომიკას, უკეთეს სასამართლოს, დღეს გვაქვს ისტორიული შანსი, მომავალი 4 წლის განმავლობაში გვყავდეს ღირსეული ხალხი პარლამენტში,"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.