აჭარაში დღეს როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებს, ასევე უმაღლესი საბჭოს წევრებს ირჩევენ. უსკო-ს მონაცემებით, აჭარაში 308 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გახსნილია 348 უბანი, მათ შორის ერთი სპეცუბანი. როგორც უსკო-ს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია აცხადებს სპეციალურად ამისთვის სხვადასხვა ფერის ბიულეტენებია დაბეჭდილი.
აჭარაში არჩევნებს 7 ადგილობრივი და ერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დააკვირდება, მიმდინარე არჩევნებს კი 16 მედიასაშუალება გააშუქებს.