საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. საარჩევნო უბნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დილის 8 საათზე გაიხსნა. არჩევნებს 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამომრჩევლებმა არჩევანი 25 პოლიტიკურ სუბიექტს შორის უნდა გააკეთოს. ხმის მიცემის პროცესი 20 საათზე დასრულდება.