რა მეთოდოლოგიით ატარებს გერმანული კომპანია GFK ეგზიტპოლებს - რუსთავი 2-ის მიერ დაქირავებული კომპანიის წარმომადგენლები დღეს დაინტერესებულ პირებს დეტალებს გააცნობენ.
პრეზენტაცია სასტუმრო რედისონში 12:00 საათზეა დაიწყება.
შეხვედრაზე მიწვეული არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. GFK-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები შაბათს, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, რუსთავი 2-ის ეთერით გახდება ცნობილი.