ევროპასთან უვიზო რეჟიმის მისაღწევად იუსტიციის სამინისტრომ ასამდე კანონი შემუშავა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, ამასთანავე, მიგრაციის პროცესების მართვისთვის იუსტიციაში შეიქმნა უნიკალური მექანიზმი - მიგრაციის სამთავრობო კომისია, რომელსაც ევროკავშირის ყველა ქვეყანამ სამაგალითო უწოდა;
„იუსტიციის სამინისტროს "კისერზეა" მთლიანად დოკუმენტების უსაფრთხოების ბლოკის (პირველი ბლოკი) 100 პროცენტიანი შედეგით დახურვა და კიდევ რა ჩამოთვლის რამდენი რამ. ასევე თავდადებით იმუშავა ყველა უწყებამ და საჯარო მოხელემ. ჰოდა, რა მინდა ვთქვა, იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ქვეყნის პროგრესისთვის და ევროპული მომავლისთვის. მადლობა ღმერთს არცთუ მცირე შედეგი სახეზეა“, - განაცხადა წულუკიანმა.