დღეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, რადგან უკვე უახლოეს პერიოდში პლენარულ სხდომაზე გადაწყდება ის კონკრეტული თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები დაიწყებენ უვიზოდ მოგზაურობას, - ამის შესახებ სახელწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ეს არის იმ შრომის დაფასება, საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფორმების მხარდაჭერის დაფასება, და აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი სარგებელი, რომელიც ექნება ჩვენს მოქალაქეებს თავისუფალი გაადაადგილებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში”,- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ბრიუსელში ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) დათანხმდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებას. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.