ფილიპინების პრეზიდენტი ამერიკულ იარაღზე უარს ამბობს. „ჩემი მოვალეობაა ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე ვიზრუნო. ამიტომ, თუ იარაღს ამერიკა არ მოგვცემს, რუსეთისგან ან ჩინეთისგან ვიყიდით. მოსკოვი და პეკინი მზად არიან იარაღი უპრობლემოდ მოგვცენ,“-აცხადებს როდრიგო დუტერტე. ნარკომაფიის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციების გამო, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, დასავლეთი ფილიპინების ლიდერს მწვავედ აკრიტიკებს. პასუხად დუტერტე ობამას, ბან კი მუნსა და ევროკავშირის ლიდერებს პერიოდულად უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.