თბილისში დღეს ნაციონალური მოძრაობის მასშტაბური აქცია გაიმართება. პარტიის ლიდერები მხარდამჭრებს ვარდების მოედანზე ელოდებიან, აქცია 16:00 დაიწყება.
დედაქალაქში დღეს დაგეგმილი აქცია, იქნება ნაციონალური მოძრაობის მთავარი საარჩევნო ღონისძიება,საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე ამომრჩევლებს, პარტიის ლიდერები, ახალი სახეები და მაჟორიტარობის კანდიდატები მიმართავენ.
მოგვიანებით აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ და მსვლელობას პარლამენტის შენობასთან დაასრულებენ.
დაგეგმილია რამდენიმე საათით რუსთაველის გამზირის და მიმდებარე ქუჩების გადაკეტვაც, რის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მერია ინფორმირებულია.
გიგა ბოკერია, ნიკა მელია და გიორგი ტუღუში, დაგეგმილი აქციის დეტალებთან დაკავშირებით შსს-ს მაღალჩინოსნებს 3 ოქტომბერს შეხვდნენ.