"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, პოლიციის ბრძანებით სახანძრო ბრიგადებმა, უკვე აფეთქებულ მანქანას სპეციაულურად მიასხეს წყალი, რათა წაეშალათ აფეთქების კვალი. მათი განცახადებით, აფეთქება იყო დაგეგმილი და მიზანმიმართული.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, თბილისში, ბარათაშილის ხიდთან დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილი ააფეთქეს. სხეულის მძიმე დაზიანებები სამმა ადამიანმა მიიღო, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. თავად დეპუტატს და მის მძღოლს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ. აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შს მინისტრის პირველი მოადგილის, ბესიკ ამირანაშვილის, განცხადებით, უწყებამ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.
„ამ ეტაპზე მომხდარის კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. შემთხვევის ადგილზე მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი. ტარდება ყველა პირველადი საგამოძიებო მოქმედება და უახლოეს პერიოდში ვეცდებით, რომ საქმეზე დავადგინოთ ჭეშმარიტება,“ - აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.