3 ოქტომბრიდან ვითიბი ბანკი იწყებს აქციას სამომხმარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ისარგებლოთ 45 000 ლარამდე ოდენობის სესხით, უზრუნველყოფის გარეშე. სესხის მაქსიმალური ვადაა 5 წელი. ,
აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხის აღება შესაძლებელია უძრავი ქონების შესაძენად ან გასარემონტებლად, ავტომობილის შესაძენად, არსებული დავალიანების დასაფარად ან უბრალოდ პირადი მიზნებისთვის.
აქცია გაგრძელდება 3 ნოემბრის ჩათვლით. სესხის აღება შესაძლებელია ლარში, დოლარში და ევროში. წლიური საპროცენტო განაკვეთი 12,5%- დან 16%-მდე. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 17,2%-დან 18,4%-მდე.
სესხის ასაღებად მინიმალური შემოსავალი უნდა შეადგენდეს 300 ლარს თვეში.