2 ოქტომბერს, კვირას, 12.00 საათიდან 17.00 საათამდე თბილისში, რიყის პარკში გაიმართება ქართული ღვინის კვირეულის დახურვა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც სტენდებზე წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას.
გაუიმართება ქართული ღვინის ორდენების გადაცემის საზეიმო ცერემინია.
ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ქართული ღვინო, ყველი და ხილი დააგემოვნოს.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ფოლკლორული ანსამბლები.
ამავე დღეს, 16.00 საათზე, სასტუმროში "რუმსი" გაიმართება ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის დაჯილდოება. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრება.