აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მოსახლეობასთან შეხვედრები წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების შემდეგ ასპინძისა და ადიგენის რაიონებში გააგრძელა. შეხვედრების მიზანი ერთის მხრივ ადგილობრივი მოსახლეობის პროებლემების უფრო ახლოს გაცნობა, მეორეს მხრივ კი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იმ პროექტების წარდგენა იყო, რომელთა განხორციელებაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფრო მეტ კეთილდღეობას და სტაბილურობას მოუტანს.
"რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად ვარ თქვენთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში ვიმუშაო პრობლემების აღმოსაფხვრელად, ვიმუშაოთ იმისათვის, რომ თითოეულ თქვენგანს გქონდეთ ცხოვრების უკეთესი პირობები, უკეთესი მომავალი" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ აპინძის რაიონის სოფელ ივერიის მოსახლეობასთან შეხვედრისას.