შპს „პოლიმერი 1“ ქვემო ფონიჭალაში პლასტმასის საწარმოს ააშენებს. საწარმო პლასტმასისა და პლასტმასის ნაწარმის სხვადასხვა სახეობის პროდუქციას გამოუშვებს, მათ შორის, პოლიეთილენის გოფრირებული და არა გოფრირებული მილებს. კომპანია წელიწადში სულ მცირე 500 000 გ/მ პროდუქციის გამოშვებას გეგმავს.
საწარმოს შექმნისა და წარმოების დაწყების მიზნით კომპანია 665 778 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „პოლიმერი 1“–ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ქვემო ფონიჭალას 2990.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა.
ამასთან, გაცნობებთ, რომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 204 პროექტი, რომელთა საერთო ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 444 400 000 მილიონ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 10 000-ზე მეტი ადამიანი.