საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობა და აქტუალური საკითხები, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმება განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების შესაბამისმა დარგობრივმა ექსპერტებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს ევროკავშირთან მომავალი უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაცია. IATA-ს წევრი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.