ია მეტრეველმა საკუთარი კანდიდატურა ბიძინა გეგიძის სასარგებლოდ მოხსნა. ,,ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, თამაზ მეჭიაურის პარტიის ვალის მე-2 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ია მეტრეველმა განაცხადა, რომ მეჭიაურის პარტიას არ ტოვებს.
მეტრეველი ამბობს, რომ მას არ სურს ხმები გაუყოს “ქართული ოცნების” კანდიდატს, და "სიამოვნება მიანიჭოს ნაციონალურ მოძრაობას".
როგორც ცნობილია, ამავე ოლში მაჟორიტარობისთვის ბრძოლას ბურჭულაძის პარტიის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძეც გამოეთიშა. საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მე-2 ოლქში “ნაციონალური მოძრაობიდან” კენჭს ელენე ხოშტარია იყრის.