"ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისვლას არ პირებენ. უწყება ირმა ნადირაშვილს სახლში მიუტანეს, თუმცა დოკუმენტი არ ჩაიბარა. რეგიონიდან თბილისში ჩამოსვლას და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას არ აპირებს გიგი წერეთელიც. ოპოზიციონერი დეპუტატები მზად არიან უწყების კითხვებს პარტიის ოფისში უპასუხინ. საქმე სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხება, სადაც სავარაუდოდ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არჩევნების შემდეგ რევოლუციურ სცენარზე საუბრობდნენ.