გერმანული ავიაკომპანია Air Berlin-ი უახლოეს თვეებში 8600 თანამშრომლიდან 1000 შეამცირებს, ხოლო ავიაპარკს - გაანახევრებს.
როგორც გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი წერს, თანამშრომელთა შემცირება ძირითადად ადმინისტრაციულ განყოფილებებში მოხდება.
Air Berlin-ი გეგმავს, რომ 40 თვითმფრინავი არენდით Eurowings-ს გადასცეს, რომელიც თავის მხრივ Lufthansa-ს შვილობილია.
ავიაკომპანია უახლოეს კვირეებში აპირებს, რომ ტურისტულ კონცერნ Tui-სთან ხელშეკრულერბა გააფორმოს და „შვილობილი“ FlyNiki-სა და Tuifly-ს ბაზაზე ჩარტერული ავიაგადამზიდავი ჩამოაყალიბოს. თუ კი ავიაკომპანიის გეგმა გაამართლებს და მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება Air Berlin -ი 70 ავიალაინერს შეინარჩუნებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში Air Berlin-ის ზარალმა 1,2 მლრდ ევრო შეადგინა.