ტოკიოს აეროპორტში ტურისტებს რობოტი გიდები ემსახურებიან, რომლებიც მათ შიდა რეისებზე დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Asahi Shimbun-ი ავრცელებს.
რობოტი Emiew 3, რომელიც კომპანია Hitachi-ის მიერაა შექმნილი მგზავრებს აეროპორტში ეგებება და დახმარებას სთავაზობს.
რობორი სამ ენაზე (ინგლისური, იაპონური, ჩინური) საუბრობს. რობოტი ტურისტებს ასევე ეხმარება სასურველი მაღაზიისა თუ კაფის მოძიებაში და მსურველებს რუკასაც სთავაზობს.
რობოტს შეუძლია ასევე გზააბნეული ტურისტი სწორ გზაზე დააყენოს და ის მიმართულება უჩვენოს, რომელიც ტურისტს სურს.