ირანში საბანკო ბაზრის გამოცოცხლებისთვის ბანკებმა საკრედიტო ბარათების გამოშვება დაიწყეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, გამოშვებული იქნება საკრედიტო ბარათები, რომელთაც სამი სხვადასხვა ლიმიტი ექნებათ. საუბარია 100 მლნ რიალის (2800 დოლარი), 300 მლნ რიალისა (8400 დოლარი) და500 მლნ რიალის (14 ათასი დოლარი) ლიმიტისხ მქონე საკრედიტო ბარათების გამოშვებაზე.
საკრედიტო ბარათები მხოლოდ შიდა ბაზარზე იმუშავებს. ირანული ბანკები ამ მიმართულებით სხვა საერთაშორისო ბანკებთან და საგადამხდელო სისტემებთან თანამშრომლობას არ აპირებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ Bank Melli Iran-ი და Ayandeh Bank-ი გახდნენ პირველები, რომელთაც საკრედიტო ბარატების ემისია დაიწყეს.