საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ და საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სოფელ განმუხურში ბოტანიკური ბაღის და უმაღლესი დონის 5* სასტუმროს პროექტების პრეზენტაცია გამართეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ქართველი მეცნიერები, ბოტანიკოსები, კერძო სექტორის და მედიის წარმომადგენლები.
ფონდი ქართუს მორიგი საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში “განმუხურის ბოტანიკური ბაღის” დაფუძნება უნიკალურია, რადგან ბოლო ასი წელია საქართველოში ბოტანიკური ბაღი არ დაარსებულა.
100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაშენებული ბაღის კონცეფცია მიზნად ისახავს კოლხური სახეობების კონსერვაციას და შემდგომ პოპულარიზაციას. ბოტანიკური ბაღის ტერიოტრიაზე მოეწყობა სხვასახვა ტიპის ლაბორატორიები, რომლებიც საშუალებას მისცემს მეცნიერებს ჩაატარონ კვლევები და ითანამშრომლონ საერთაშორისო ბოტანიკურ ასოციცაციებთან. ბაღის ტერიოტრიაზე აშენდება ორანჟერიები, სასათბურე სანერგე მეურნეობები და მოეწყობა ექსპოზიციები, დამახასიათებელი სხვადასხვა მიკრო გარემოს კლიმატისთვის. ბოტანიკურ ბაღში დაარსდება შემეცნებით-საგანმანათლებლო სკოლა ახალგაზრდებისათვის, რაც მათ საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნონ და შეისწავლონ ენდემური და უნიკალური სახეობების მცენარეები.
წინასწარი შეფასებით პროექტის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით $20 მლნ დოლარს შეადგენს. ბოტანიკური ბაღის ფუქციონირებისას პირდაპირ დასაქმებულთა რიცხვი დაახლოებით 200-მდე ადამიანი იქნება, უმეტესად ადგილობრივი მოსახლეობა. უკვე შექმნილია პროექტის განმახორციელებელი საბჭო, რომელშიც შედიან საქართველოში მოქმედი ბოტანიკოსები და მეცნიერები, რომლებიც უცხოელ კონსულტანტებთან ერთად ჩართული იქნებიან ბაღის მშენებლობის და განვითარების პროცესში. პროექტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭო (BGCI) და მისი გენერალური მდივანი პოლ სმიტი.
პროექტი სრულად დაფინანსდება ფონდი ქართუს მიერ და წარმოადგენს მორიგ საჩუქარს სახელმწიფოსთვის.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა განმუხურის სანაპიროზე დაიწყო უმაღლესი დონის 5* სასტუმროს მშენებლობა. პროექტი ვითარდება საჯარო აუქციონის გზით, საბაზრო ფასად შეძენილ 35, 000კვ.მ. ფართობზე. სასტუმროში იფუნციონირებს 190 სხვადასხვა ტიპის მაღალი კატეგორიის ოთახი (რაც მნიშვნელოვნად აღემატება საინვესტიციო პირობით გათვალისწინებულ 120 ნომერს). პროექტით გათვალისწინებულია მასშტაბური საკონფერენციო დარბაზის მოწყობა, რომელიც რეგიონში უპრეცედენტო ზომის და შესაძლებლობების ინფრასტრუქტურას შექმნის და თამამად უმასპინძლებს ნებისმიერი დონის და ფორმატის კონფერენციებს, შეხვედრებსა და კონგრესებს. სასტუმროში ასევე განთავსებდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები, ღია და დახურული საცურაო აუზები, ფიტნეს და სპა ცენტრი.
მსგავსად საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყველა პროექტისა, განმუხურის სასტუმროს პროექტშიც განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ინფრასტრუქტურის მოწყობას.
სასტუმროს მშენებლობა დასრულდება 2018 წელს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $60 მლნ დოლარია. მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი ჯამურად 2 წელიწადში გადააჭარბებს 2000 ადამიანს, ხოლო სასტუმროს ოპერირების დროს დასაქმდება 350 ადამიანი.
ფონდი ქართუს და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის თანამშრომლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება განმუხური-ანაკლიას სანაპირო ზოლის ტურისტული პოტენციალი, რაც მეტ შემოსავალს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას და მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს რეგიონში.
ამ ორი პროექტის პარალელურად, ფონდების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს მზადყოფნას დააფინანსოს ანალოგიური 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა გამყოფი ხაზის მეორე მხარეს. ამ შეთავაზების რეალიზების შემთხვევაში, სასტუმროსგან მიღებული მოგება მთლიანად მოხმარდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას.