უახლოეს პერიოდში ავიაკომპანია Lufthansa ბელგიური ავიაკომპანია Brussels Airlines-ის მფლობელი გახდეს.
აღნიშნული გარიგების შესახებ გარკვეული დეტალები 28 სექტემბერს გაჟღერდება.
როგორც უცხოური მედია წერს, ბოლო ხანებში Lufthansa-მ Brussels Airlines-თან მიმდინარე მოლაპარაკებები დააჩქარა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები წლების განმავლობაში მიდიოდა თუმცა 2016 წლის 22 მარტის ტერაქტის გამო Brussels Airlines-მა ამ მოლაპარაკების დაპაუზება ითხოვა.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან Lufthansa-ს უკვე ეკუთვნის Brussels Airlines-ის45%-იანი წილი. წინასწარი გათვლების მიხედვით, Lufthansa Brussels Airlines-ის დარჩენილი 55%-ის ოფიციალუირი მფლობელი 2017 წლის ივლისამდე გახდება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ გარიგების ღირებულება 140 ევროს გადააჭარბებს.