აჭარის მთავარობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად კურორტ გოდერძზე შპს „ალიანსჯგუფის" სასტუმროს მშენებლობის პროცესს გაეცნო. მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ინფორმაცია კომპანიის მმართველმა გია ბიწაძემმიაწოდა.
პროექტით რეგიონში დაახლოებით 5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სასტუმრო „ალიანს რეზორტი"-ს საძირკვლისმოწყობა და პირველი სართულის მშენებლობა მიმდინარე პროცესშია.
პროექტი ჯამში 100 ადგილობრივის დასაქმებას ითვალისწინებს.
ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისი სასტუმროების ქსელი „რამადა" განახორციელებს. სასტუმრო 100 ნომრიანი იქნება და ერთდროულად250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს. „ალიანს რიზორტი" ექსპლუატაციაში 2018 წელს შევა.
„ალიანს რეზორტი" 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება. საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების კომპლექსში საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთაგასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვაობიექტები განთავსდება.
მშენებარე პროექტის შემდეგ მთავრობის თავმდჯომარემ ინვესტორთან ერთად კიდევ ერთ ახალ სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. 150 ნომრიანისასტუმრო „ეიფორია სქაი თაუერის" ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი „ეიფორია" განახორციელებს. პროექტით 15 მლნ დოლარის ინვესტიციაგანხორციელდება და ჯამში 100 ადგილობრივი დასაქმდება.
3 სართულიან სასტუმროში რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი და სხვა ობიექტები განთავსდება. ტერიტორიაზე 40ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.
,,აჭარაში გრძელდება აღმშენებლობის პროცესი. დღეს ჩვენ ვიმყოფებით გოდერძი რეზორტზე, თქვენ ხედავთ, რომ ფაქტიურად შენდება ქალაქ ქალაქში. ეს იქნებასაკურორტო ქალაქი და ამ ქალაქს ექნება ხიბლი, არა მხოლოდ ზამთარის სეზონზე, არამედ წელიწადის ოთხივე სეზონის განმავლობაში. არაერთი მსხვილიკომპანია დაინტერესდა აქ სასტუმროების მშენებლობით. დღეს დავესწარით ერთ-ერთი მშენებლობის პრეზენტაციას და დავათვალიერეთ მშენებლობისმიმდნარეობის პროცესი. დღესვე ჩავაგდეთ ე.წ. კაფსულას ახალი სასტუმროს მშენებლობისათვის. მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს სრულად დასრულდება შიდაგზები. გაკეთდება ახალი ბორდიურები, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, მოეწყობა მწვანე საფარი, შენდება სხვადასხვა ტიპის მოედნები ბავშვებისთვის.იქნება საფეხბურთო, საკალათბურთო მოედანი. ასევე საბავშვო გასართობი ცენტრი. რაც ყველა მთავარია ეს იქნება საერთაშორისო დონის კურორტი. ამკურორტის მშენებლობით, ჩვენი რეგიონის პოტენციალს გაიგებს მთელი მსოფლიო" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ კურორტზე მიმდინარე პროცესების გაცნობისშემდეგ.