კურორტი „გოდერძის“ განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა დასრულდა. კურორტის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გამართა. დოკუმენტზე საერთაშორისო და ქართულმა ორგანიზაციებმა იმუშავეს. სტრატეგიის მიხედვით კურორტი 4 სეზონზე გათვლილი დასასვენებელი ადგილი გახდება აჭარაში. კურორტის განვითარების არეალი - 633.45 ჰა მოიცავს. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით"გოდერძი" ერთდროულად 7 000 დამსვენებელის მიღებას შეძლებს.
"უკვე დასრულებულია კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა,რაც გულისხმობს იმას ,რომ უკვე არსებობს აჭარის ამ შესანიშნავი სამთო კურორტის განვითარების კონკრეტული სტრატეგია. დეტალურად გაწერილი დოკუმენტი, რომელიც კურორტის პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას უზრუნველყოფს.
ჩვენი მიზანია „გოდერძი“-ს წინასწარგანსაზღვრული, გეგმაზომიერი ტენდენციით, კარგად გათვლილი სამომავლო პერსპექტივით განვითარდეს.
კურორტს აქვს შესანიშნავი რელიეფური მახასიათებლები - ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ინვესტირებისთვის. კურორტმა გასულ წელს დაიწყო ფუნქციონირება და დღეისათვის აქ უკვე აქტიურ ფაზაშია საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. მოხარული ვარ,რომ ინვესტორების ინტერესი ამ ტერიტორიაზე თავიანთი კაპიტალის დაბანდების კუთხით, საკმაოდ მაღალია,რაც ნიშნავს იმას,რომ ტერიტორიაზე მალე კიდევ არაერთი საინვესტიციო პროექტი დაიწყება.
ახალი სტრატეგია საშუალებას მოგცემს ინვესტორებს ვაჩვენოთ კურორტის სამომავლო პერსპექტივა.
განვითარებული ინფრასტრუქტურა,მოწესრიგებული საზგაო სისტემა,ახალი სათხილამურო ტრასები,პირდაპირ აისახება აჭარაში ტურიზმის განვითარებაზე. „გოდერძი“ არ არის მხოლოდ ზამთრის კურორტი და ეს ნამდვილას არის უახლოესი მომავლის პერსპექტივა"-განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.
განაშენიანების რეგულირების გეგმით კურორტზე დასასვენებელი, სპორტული და სარეკრაციო ადგილები განისაზღვრა. დოკუმენტი ასევე კურორტზე განსათავსებელი ობიექტების ქალაქმშენებლობით პარამეტრებს, ობიექტების გაბარიტებსა და სიმაღლეს მოიცავს. განაშენიანების გეგმაში ასევე გაწერილია შენობების ადგილი, მათი ფუნქციური დანიშნულება, შიდა გზების კონტური, საინჟინრო-კომუნლაური ინფრასტრუქტურის სქემა. ახალი რეგულირეგის გეგმით კურორტის არსებულ 2 საბაგირო გზას კიდევ 4 დაემატება, მოეწყობა ასევე ახალი სათხილამურო ტრასები.
კურორტის 2017 წლის ბიუჯეტით უკვე განსაზღვრულია ცენტრალური გზიდან კურორტამდე მისასვლელი 500 მეტრი გზისა და შიდა საკურორტო 1 750 მეტრი გზის კეთილმოწყობა.აღნიშნული პროექტები დაახლოებით 4 მლნ. ლარით დაფინანსდება.
სტრატეგიის განხორციელების მიზანია:
• კომპლექსურად განვითარებული კურორტი. გააზრებული, პრაქტიკულად განხორციელებადი გეგმით
• რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება
• ინვესტიციების მოზიდვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნა
• აჭარაში ტურისტული სეზონის გახანგრძლივება
• მაღალმთიან რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნა
დოკუმენტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, კომპანია „ალიანს ჯგუფის“ მმართველი გია ბიწაძე, საერთაშორისო ბრენდ „ეიფორიას“ მეპატრონე იბრაჰიმ ლებიერი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.