23 -დან 25 სექტემბრის ჩათვლით თბილისის იპოდრომზე გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ვითიბი ბანკის თასზე - VTB CUP. შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება - წინაღობათა გადალახვა, კონკური. ტურნირის გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი, ორგანიზატორი - საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია.
ტურნირში მონაწილეობას იღებს ოცი მხედარი საქართველოდან და ირანიდან. მსაჯთა კოლეგიაში წარმოდგენილი იქნებიან მსაჯები საქართველოდან, რუსეთიდან, ლიტვიდან და თურქეთიდან. დასწრება თავისუფალია.