გერმანიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი იენს ვაიდმანი აცხადებს, რომ ლონდონი შესაძლოა ევროპის ფინანსური ცენტრის სტატუსს დაემშვიდობოს, თუ კი დიდი ბრიტანეთი ევროპის ეკონომიკურ ზონაში არ დარჩება.
მისი განმარტებით, დიდი ბრიტანეთის ევროპის ეკონომიკური ზონიდან გასვლა ნიშნავს, რომ ბანკებს ავტომატურად ჩამოერთმევათ უფლება აწარმოონ ბიზნესი მთელს ევროპაში. ეს კი ფრაკფურტს საშუალებას აძლევს ლონდონს აჯობოს.