ახალ ზელანდიაში გასაყიდად გამოიტანეს ქალის ჩანთა, რომელიც კატის ტყავისგანაა დამზადებული.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Daily Mail-ი ავრცელებს.
ჩანთის საწყისი ღირებულება 1400 დოლარია. ჩანთის იარლიყზე აღნიშნულია, რომ „ამ ჩანთის დამზადებისთვის არც ერთი ცხოველი არ მოუკლავთ“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩანთა გარდაცვლილი კატის ტყავისგან დაამზადეს.