საქართველოს ბაზარზე მოქმედ უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიებს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საქმიანობა გააცნეს, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. შეხვედრა დისტრიბუტორთა ასოციაციაში შედგა.
საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრებს სხვა და სხვა სუბიექტების წინააღმდეგ დავების წარმოება ხშირად უწევთ. საქმეების განხილვა ხშირად ჭიანურდება სასამართლო სისტემის გადატვირთულობის გამო. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით ასოციაციამ წევრებს შესთავაზა არბიტრაჟი, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული და ეფექტიანი მექანიზმი.
არბიტრაჟის უპირატესობების წარმოსაჩენად შეხვედრაზე მოხსენებით წარდგა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ხელმძღვანელი - ბექა ინჯია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას საარბიტრაჟო ცენტრის საქმიანობა გააცნო და ცენტრის მიერ ადმინისტრირებული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები წარუდგინა. შეხვედრის ფარგლებში საარბიტრაჟო ცენტრის მიერ დავის განხილვის დაჩქარებული წესების პრეზენტაცია შედგა, რომლებიც