შავი ოქრო იაფდება. დღეს დილით ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე დაბლ-იუ-თი-აის მარკის საწვავის ფასი 51 ცენტით დაეცა და ბარელის ღირებულებამ 43 დოლარი და 8 ცენტი შეადგინა.
ლონდონის ბირჟაზე კი ბრენტის მარკის საწვავის ღირებულება ბარელზე 45,77 დოლარით განისაზღვრა, რაც გასული კვირის მაჩვენებელზე 28 ცენტით ნაკლებია.
ბირჟის ანალიტიკოსთა ვარაუდით, ნავთობის ფასი უახლოეს რამდენიმე თვეში შესაძლოა 30 დოლარამდეც დაეცეს.