20 სექტემბერს, 10 საათზე, სასტუმრო “Holliday inn”-ში საქართველო-ესტონეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება, რომელსაც ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუტელი დაესწრება.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ათობით ესტონელი ბიზნესმენი ჩამოვიდა, რომლებიც სხვა და სხვა ბიზნეს-სექტორებს წარმოადგენენ. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრებიც.