2016 წლის პირველ ნახევარში 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის მთლიანი გამოშვება მნიშვნელოვნად, 10.8%-ით გაიზარდა.
PMCG-ის ინფორმაციით, აღნიშნული ზრდა მეტწილად გამოწვეულია გამოშვების გაზრდით ისეთ დარგებში, როგორიცაა მშენებლობა (44.5%, 768.9 მლნ.ლარი), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (68.7%, 274 მლნ.ლარი), სასტუმროები და რესტორნები (30.8%, 125.7 მლნ. ლარი) და ოპერაციები უძრავი ქონებით (10.3%, 108.6 მლნ.ლარი). თუმცა აღსანიშნავია, რომ შემცირებულია გამოშვება კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების სექტორში (-44.7%, -382 მლნ.ლარი), რამაც მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა (-3.0 პროცენტული პუნქტი) მოახდინა მთლიანი გამოშვების ზრდაზე (10.8%).
2016 წლის პირველ ნახევარში, აგრეთვე გაზრდილია ბიზნეს სექტორის ბრუნვა (13.0%, 3.1 მლრდ. ლარი). აღნიშნულ პერიოდში ბიზნეს სექტორის ბრუნვასა და გამოშვებას შორის სხვაობამ 13.0 მლრდ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2015 წლის შესაბამის პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 11.3 მლრდ. ლარი იყო. აღნიშნული მიუთითებს 2016 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობის გააქტიურებაზე.