მეწარმეები, რომლებიც ახორციელებენ ქარხნების მშენებლობას, დაზგა დანადგარების, ჰიდროელექტროსადგურის ტურბინების და სხვა ძირითადი საშუალებების შემოტანას ამ დანადგარებისათვის განკუთვნილი დღგ-ს გადახდისაგან თავისუფლდებიან. როგორც საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის განცხადებაშია აღნიშნული, ფედერაციისა და მთავრობის, კერძოდ ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად მთავრობამ გაითვალისწინა ადგილობრივი მეწარმეების მოთხოვნა და დაამტკიცა იმ ძირითადი საშუალებების ნუსხა, რომლის იმპორტის დროს მეწარმეები არ გადაიხდიან დღგ-ს. (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N431 დადგენილება)
„ამ დადგენილების ამუშავებით ის მეწარმეები, რომლებიც ანხორციელებენ ქარხნების მშენებლობას, დაზგა დანადგარების, ჰიდროელექტროსადგურის ტურბინების და სხვა ძირითადი საშუალებების შემოტანას საქართველოში თავისუფლდებიან ამ დანადგარებისათვის განკუთვნილი დღგ-ს გადახდისაგან, რაც მძიმე ტვირთად აწვათ განსაკუთრებით ახლად შექმნილ საწარმოებს.
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია ყმაყოფილებას გამოთქვამს მიღწეულით და განაგრძობს აქტიურ მუშაობას სხვა კანონებისა და საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად, როგორებიცაა ანტიდემპინგური კანონმდებლობა , სახელმწიფო შესყიდვების კანონში გათვალისწინებული ცვლილებები და სხვა აქტუალური საკითხები”, აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.