დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-აგვისტოში 1624 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 9 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 429 მლნ. აშშ დოლარი (23 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1195 მლნ. აშშ დოლარი იყო (3 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 22 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 33 პროცენტი და იმპორტში 20 პროცენტი (2015 წლის იანვარაგვისტოში შესაბამისად 28, 38 და 25 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-აგვისტოში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 16 პროცენტი (2015 წლის იანვარ-აგვისტოში 19 პროცენტი).