2016 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1968 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 317 მლნ. აშშ დოლარი იყო (23 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1652 მლნ. აშშ დოლარი (5 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 24 პროცენტი და იმპორტში 27 პროცენტი (2015 წლის იანვარაგვისტოში შესაბამისად 31, 28 და 32 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 28 პროცენტი (2015 წლის იანვარ-აგვისტოში 33 პროცენტი).