იაპონიის მთავრობის დახმარებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა. უახლესი ლაბორატორიული ხელსაწყოები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, იაპონიის ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დაათვალიერეს.
აღჭურვილობა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში განთავსდება. წყლისა და ნიადაგის მონიტორინგი ახალი ტექნოლოგიებით განხორციელდება, რაც სააგენტოს საშუალებას მისცემს დამაბინძურებელი ნივთიერების განსაზღვრაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახორციელოს. აღჭურვილობა ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ სააგენტომ მონიტორინგის წერტილების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდოს, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესებას გამოიწვევს.