27 სექტემბრის არაოფიციალურ შეხვედრას ალჟირში ოპეკის ყველა 14 წევრი ქვეყანა დაესწრება, რომელშიც ასევე მიიღებას მონაწილეობას რუსეთის წარმომადგენელი.
"ყველა ოპეკში შემავალი 14 წევრი ქვეყანა დაესწრება არაფორმალურ შეხვედრას რუსეთთან 27 სექტემბერს ალჟირში" - წერს "ბლუმბერგი“.
ოპეკში შემავალი ქვეყნები გეგმავენ არაოფიციალურ თათბირს კულუარებში XV-ე საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმზე ალჟირში, რომელიც გაიმართება 26-28 სექტემბერს. არის მოლოდინი იმისა, რომ ამ შეხვედრაზე განახლდება მოლაპარაკებები ნავთობის მოპოვების გაყინვის თაობაზე ოპეკის წევრ ქვეყნებსა და არაწევრ ქვეყნებს შორის.