საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა მომავალი თაობებისთვის მთელი საუკუნის სამყოფ ინფრასტრუქტურას აშენებს. სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციისას გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ .ეს პროექტი ისტორიულ, ხარისხობრივ ცვლილებას მოახდენს ქვეყნის განვითარებაში.
,,ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ ეს არის ძალიან რეალისტური გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ საარჩევნო კამპანიის პარალელურად. დარწმუნებული ვარ, არჩევნების დასრულების შემდეგ მოგვეცემა საშუალება, დავიწყოთ ამ გეგმის ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელება ,- განაცხადა პრემიერმა.
პროექტით, მთლიანობაში, 2020 წლის ჩათვლით, დაგეგმილია 1 000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო "რუმსში" მიმდინარეობს.