სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და „EY“-საქართველოს ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი შეიქმნა. პირველი სამუშაო შეხვედრა პალატაში უკვე შედგა. კომიტეტის მთავარი ამოცანა ბიზნეს წრეებთან საუბრების და შეხვედრების შედეგად, მათთვის პრობლემატური საკითხების აღმოჩენა და გადაწყვეტის გზების მოძიებაა.
კომიტეტის შეხვედრების დროს, რომლის წევრებიც სხვა და სხვა წამყვანი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები არიან, განხილული იქნება სხვა და სხვა საკითხები, რომლის შემდეგაც, პალატა, კომიტეტის ფარგლებში უზრუნველყოფს ფორუმების ორგანიზებას, რომელზეც შესაძლებელი იქნება არსებული პრობლემების საჯარო სექტორთან ერთად გაანალიზება და მათი აღმოფხვრის გზების შესახებ დისკუსიის გამართვა.
პალატის მიერ შექმნილ კომიტეტში, ირიცხება 10 წევრი, მათ შორის EY, PwC, Deloitte, KPMG, Grant Thornton, PMCG, BDO, Kreston International, GF Capital.