სომხური მხარე, თბილისსა და ბაქოსთან შედარებით, ერევნის აეროპორტის მომსახურების ტარიფების უპირატესობაზე საუბრობს.
როგორც news.am წერს, სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა არცვიკ მინასიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ერევნის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურების ტარიფები უფრო კონკურენტულია, ვიდრე თბილისისა და ბაქოს საერთაშორისო აეროპორტების.
როგორც ირკვევა ერევნის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის მომსახურების ტარიფი 5827 დოლარია, მაშინ როდესაც ანალოგიური მომსახურება თბილისში – 6652 დოლარი, ხოლო ბაქოში 10139 დოლარი ღირს.