აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 105.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 245.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 25.3 პროცენტით (21.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 92.1 პროცენტი მოდიოდა.
2016 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.3 მლნ აშშ დოლარი (40.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.5 მლნ აშშ დოლარისა (29.0 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.