ბოლო პერიოდში თურქული ნაყინის პოპულარულობა იზრდება. როგორც თურქული მედია წერს, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანამ მოახერხა და ნაყინის ექსპორტი 71 ქვეყანაში განახორციელა.
თურქული კომპანიების მიერ წარმოებულ ნაყინზე მოთხოვნა მზარდიო, რამაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შედინება გაზარდა. მხოლოდ ნაყინის ექსპორტიდან ქვეყანამ 202 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.
თურქული ნაყინი უყველაზე მეტად მოთხოვნადია ერაყში. ერაყის შემდეგ თურქულ ნაყინზე მზარდი მოთხოვნაა კოსოვოში, ალბანეთში, აზერბაიჯანსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.
თურქეთმა ტანამედროვე მეთოდებით ნაყინის წარმოება 1957 წლიდან დაიწყო. ქვეყანამ მოახერხა და ნაყინის 20 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნას შორის მოხვდა.
სტატისტიკის მიხედვით, 2011 წლის იანვრიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით, ანუ 5,5 წელში ნაყინის ექსპორტი 71 ქვეყანაში განახორციელა. საუბარია 85 ათას 487 ტონა ნაყინის ექსპორტზე.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში თურქეთმა საექსპორტო ბაზრებზე 24 მლნ 283 ათასი დოლარის ნაყინის ექსპორტი მოახდინა.