2017 წლიდან, ქართველი მეწარმეები ჩინეთში პროდუქციას ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანენ. ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე, განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„პრაქტიკულად ჩვენი პროდუქციის 95% -ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე შევა ყველანაირი დამატებითი გასახადების გარეშე. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ღვინოზე და აგრარულ პროდუქციაზე, ჩინეთმა თავის პარტნიორ ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, ყველანაირი გარდამავალი პერიოდის გარეშე გაენულებინა საბაჟო ტარიფები,“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.