შავი ოქრო იაფდება. დღეს დილით ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე ბრენტის მარკის საწვავის ღირებულებამ 47,34 დოლარი შეადგინა, რაც გასული კვირის მაჩვენებელზე 1,4 პროცენტით ნაკლებია. დაბლ-იუ-თი-აის მარკის საწვავის ღირებულება კი 1,5 პროცენტით დაეცა და ბარელის ღირებულება 45,17 დოლარით განისაზღვრა. ნავთობის ღირებულების შემცირებას ბირჟის ანალიტიკოსები ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებას უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებში ნავთობსაბურღების რაოდენობა 8 ერთეულით გაიზარდა.